NDI პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და დახარჯვისგან თავშეკავებას ურჩევს

NDI პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და დახარჯვისგან თავშეკავებას ურჩევს

NDI  ორგანიზაციის წინასაარჩევნო დელეგაცია პარტიებს პოტენციურ ამომრჩეველზე არასათანადო გავლენის მოსახდენად ფულის, საქონლისა და მომსახურების გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს.

ორგანიზაციის წინასაარჩევნო ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიებმა აქტივისტებს რეგულაციები უნდა გააცნონ, რომელიც ზემოაღნიშნულ ქმედებებს კრძალავს.

„პარტიებმა საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილისთვის უნდა შეიმუშაონ, გამოაქვეყნონ და დაიცვან პარტიის ქცევის კოდექსი. კამპანიის ყველა მონაწილე პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე და ვალდებულია ნებისმიერი დარღვევის დოკუმენტირება მოახდინოს. პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა უნდა დაგმონ საკუთარი მომხრეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მათ ინციდენტების გამოძიების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდონ. პარტიებმა ამომრჩევლებს საკითხებზე ორიენტირებული კამპანია უნდა შესთავაზონ და ხშირად მიიღონ მონაწილეობა კანდიდატთა შორის დებატებში. საარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირებისას პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ამორჩევლებს მკაფიოდ უნდა განუმარტონ ამ დაპირებების შესრულების ფინანსური წყაროები“, - ნათქვამია ანგარიშში.

NDI - ის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად,  პარტიებმა პარტიულ სიებში უფრო მეტი ქალი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ და  ასევე ქალები მაჟორიტარ კანდიდატებად მათთვის კონკურენტუნარიან ოლქებში დაასახელონ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ძალისხმევა ხელს შეუწყობს საქართველოს ქალთა მონაწილეობის კუთხით,  რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახულ მიზნებს დაუახლოვდეს.