ამერიკის გენერალურ პროკურორს კონგრესის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

ამერიკის გენერალურ პროკურორს კონგრესის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

ამერიკის იუსტიციის მინისტრი ერიკ ჰოლდერი,  რომელიც ასევე ამერიკის გენერალური პროკურორიც გახლავთ, კონგრესისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული საბუთები კანონმდებლებისთვის წარედგინა.

ჰოლდერის გაკიცხვას ხმა 225-მა კონგრესნმენმა მისცა, წინააღმდეგი 67 გამოვიდა. დაახლოებით 100-მდე დემოკრატმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ „ამ პოლიტიკური თამაშში ისინი მონაწილეობას არ მიღებენ“.

BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტები, რომლის წარდგენაზეც გენერალურმა პროკურორმა უარი განაცხადა, ამერიკის მიერ კონტრბანდული იარაღის საიდუმლო არხებსა და Fast and Furious-ის საიდუმლო ოპერაციას შეეხებოდა. 2011 წელს ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ კონგრესს წერილი გაუგზავნა, სადაც უარჰყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონტრაბანდული იარაღით ვინმეს ამარაგებდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ წერილი უკან გამოითხოვა და აღიარა, რომ იარაღის რაღაც ნაწილი ამერიკიდან მექსიკაში მოხვდა.  ამერიკის სამთავრობო რეფორმისა და მეთვალყურეობის კომიტეტის ხელმძღვანელმა რესპუბლიკელმა დერელ აისამ იუსტიციის სამინისტროსგან ბოლო 10 თვის საბუთები გამოითხოვა. იუსტიციის სამინისტრომ კი უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ამ საბუთების გამოაშკარავება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა. 

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველად თეთრი სახლის ყოფნის პერიოდში, გამოიყენა თავისი უფლება და ვეტო დაადო საბუთების კონგრესისთვის გადაცემას და განაცხადა, რომ საბუტები იუსტიციის სამინისტროს სეიფში დარჩება.