ყველა ცნობილ გამოცემას ჰყავს გრაფიკული რედაქტორი, რომელიც ზრუნავს ჟურნალის გარეკანზე გამოსატანი ფოტის იდეალურობაზე. ზოგჯერ ფოტოებს აქვთ „რაღაც“ ხარვეზები, რომელიც აუცილებელია დაბეჭდვამდე მოშორდეს. წამებში შეიძლება გაქრეს მოდელის სახეზე დაღლილობისა და ასაკის ხაზები, ეს დაშვებულია, მაგრამ მთავარია, რომ რედაქტორი ზღვარს არ გასცდეს. ზოგჯერ ასეც ხდება და იდეალური სილამაზის ძიებაში ფოტოშოპის რეზულტატი დამღუპველი გამოდის.
გახსოვთ ალბათ ქეით უინსლეტსა და გამოცემა GQ,-ს შორის აგორებული სკანდალი, რომელიც სწორედ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულ, მსახიობის არაპროპორციულ ფოტოს მოჰყვა. ქეითი კატეგორიული წინააღმდეგია პლასტიკური ქირურგიის, რადგან ის, სთვლის, რომ ბუნებრივი სილამაზე ნებისმიერ ხელოვნურ ჩარევას ჯობია. ჟურნალის გარეკანზე განთავსებულ ფოტოში ქეითს ფეხები დაუგრძელეს, საბოლოო ჯამში კი გამოვიდა, რომ მას არაპროპორციული ტანი გამოუჩნდა.
სკანდალი ამჯერად ჩინურ Vogue-ს ირგვლივ აგორდა. საქმე ეხება ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილ Victoria's Secret-ის ჰოლანდიელი მოდელის დაუტცენ კრეზის ფოტოს, რომელიც მარჯვენა ფეხის გარეშე დაიბეჭდა.
მოდელს, რომელიც ფოტოზე მზის ქვეშ, აუზთან წევს მხოლოდ ცალი ფეხი აქვს. ფოტოები, მსოფლიოში ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა, „ფეშენ-გადაღებების“ დიდმა ისტატმა სოლვე სუნდსბომ გადაიღო., სამწუხაროდ, ორიგინალები მასთან დარჩა, გარეკანზე კი ცუდად რედაქტირებული ვარიანტი გავიდა. იგივე რედაქტორმა ფოტოშოპის დახმარებით წყალს არაბუნებრივი ფერი მისცა, ჩრდილები უცნაურად დაარეგულირა და საერთოდაც ფოტო დაამახინჯა. საინტერესოა, მსგავსი ფოტო ჟურნალის გარეკანზე, მისი მთავარი რედაქტორის გარეშე როგორ მოხვდა?