შაბათ ღამეს დრო მთელ მსოფლიოში უკან დაიხევს

შაბათ ღამეს დრო მთელ მსოფლიოში უკან დაიხევს

The Telegraph-ის ინფორმაციით ხვალ ყველა ქვეყანაში დროს ერთი წამით უკან გადასწევენ. შაბათის ბოლო წუთი 61 წამი იქნება.

გამოცემის თანახმად, ე.წ „ნახტომი წამში“ მსოფლიოში 1972 წლიდან გამოიყენება. პერიოდულად საჭიროა დროის ერთი წამით უკან გადაწევა, რათა მოხდეს მზისა და დედამიწის დროის გათანაბრება, რადგან მზის ამოსვლისა და ჩასვლის დრო არ ემთხვევა დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეს. 

იანვარში ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან „ნახტომი წამში“ მოქმედებისა, რადგან ზუსტი ხელსაწყოები არ უნდა იყვნენ ბუნების ჭირვეულობასა და კოსმიურ ციკლებზე დამოკიდებულნი. მათივე განცხადებით, ამ ქმედებით შეიძლება სატელეფონი კომპანიებმა, ფინანსურმა ბირჟებმა და ა.შ მოიგონ, ანუ მათ ვისი მუშაობაც ზუსტ დროზეა დამოკიდებული.