მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ფორუმზე დასასწრებად  ბაქოში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ფორუმზე დასასწრებად ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბაქოში გაემგზავრა, სადაც სტარტი აიღო მსოფლიო ფორუმმა Crans Montana-მ, რომელიც  ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში 23-ჯერ იმართება.

მსოფლიო ფორუმის მთავარი განსახილვეველი თემა იქნება  სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო მართვის ხარისხის ამაღლება, სახელწოდებით „მე მომწონს“. ფორუმს ოთხი სახელმწიფოს პირველი პირები, პრემიერ-მინისტრები და მთავრობის სხვა წარმომადგენელები დაესწრებიან.   

 ფორუმი შესავალი სიტყვით აზერბაიაჯნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ფორუმის პრეზიდენტმა ან-პოლ კარტერონმა. ფორუმზე სიტყვით ასევე გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაკედონიის პრეზიდენტი გიორგი ივანოვი, ჩერნოგორიის პრეზიდენტი ფილიპ ვულიანოვიჩი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი იონ ილიასკუ და სხვები.

ფორუმი Crans Montana შვეიცარიის ოფიციალური პირების დახმარებით  1986 წელს დაარსდა.  თავისი დანიშნულებით საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ემსახურება.