საკონსულო ოფიცერთან აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით დღეს  ვებჩატი გამართება

საკონსულო ოფიცერთან აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით დღეს ვებჩატი გამართება

სავიზო საკითხებზე დღეს, აშშ–ის საკონსულოს ოფიცერ ენდრიუ პარტინთან  ვებჩატი გაიმართება.  აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვებჩატის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა საკონსულოს ოფიცერს დაუსვან კითხვები ამერიკის ვიზის, მწვანე ბარათის, აგრეთვე აშშ-ში სწავლის შესახებ.

ვებჩატში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია ინტერნეტ მომხმარებელი აშშ-ის საელჩოს ფეისბუქს  ეწვიოს და დააჭიროს ბმულს, რომელიც მას ჩათის ფანჯარას გაუხსნის. ამ ფანჯარაში ინტერნეტ მომხმარებელი ჩაბეჭდავს კითხვებს და წაიკითხავს პასუხებს.

ვებჩატის ბმულია http://Statedept.connectsolutions.com/tbilisi. ბმული განთავსებულია აშშ–ის საელჩოს ფეისბუქზე:

http://www.facebook.com/tbilisi.usembassy, აგრეთვე აშშ–ის საელჩოს ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov/ და აშშ–ის საელჩოს ტვიტერზე: @EmbassyTbilisi.