გოგი დოლიძის ახალი ალბომი, ახალი არანჟირებით(VIDEO)

გოგი დოლიძის ახალი ალბომი, ახალი არანჟირებით(VIDEO)

კომპანია „ბრავო რეკორდს“-ის მიერ აღმოჩენილ გოგი დოლიძის ვოკალის (11 სიმღერის) უნიკალური ჩანაწერები, მის ახალ ალბომში შევა.  ლეგენდარული ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ახალი ალბომი და კომპაქტ დისკი შემოდგომაზე გამოვა.

ალბომი გაფორმდება ახალი სახის, დასავლეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების შესაბამისი არანჟირებით. კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე.

ქართველ მსმენელს მიეცემა საშუალება კიდევ ერთხელ გაიხსენოს გოგი დოლიძის შემოქმედება და მოუსმინოს მის სიმღერებს ახლებური არანჟირებით.