„დამწერლობის ფესტივალი“ თბილისში

„დამწერლობის ფესტივალი“ თბილისში

დღეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი „დამწერლობის ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომლის  ფარგლებშიც გაიმართება ქართული კალიგრაფიული წერის მასობრივი აქცია „ანბანთქება“, რომელშიც მონაწილეობას, ათამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და კალიგრაფიის თემით დაინტერესებული პირები მიიღებენ.

გაიმართება კალიგრაფების ვორქშოფები; ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, მათი ნამუშევრების გამოფენა და სხვა.

ფესტივალი პირველ დღეს მოეწყობა, ალბომი - „ქართული დამწერლობის“ პრეზენტაცია, რომელშიც  ცენტრის კოლექციის გამორჩეულ ქართულ ხელნაწერთა ამსახველი ფოტოები მოიყრის თავს.

ხვალ, ფესტივალის მეორე დღეს, გაიმართება ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ასევე გაიხსნება ღვაწლმოსილ მეცნიერთა კუთხე. წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები, ცენტრის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებსა და შემომწირავებს კი ექვთიმე თაყაიშვილისა და ნიკო დადიანის სახელობის მედლები გადაეცემათ. ასევე გამოვლინდებიან კონკურსის „ქართული კალიგრაფიის” მონაწილეები და გაიხსნება მათი ნამუშევრების გამოფენა.  

ფესტივალი 1-ლ ივლისი ფოლკლორული საღამოთი დაიხურება. ფესტივალი, ეროვნული ცენტრის ეზოში, ყოველ დღე 16:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. პროექტის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.