ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართულ ოცნებას“ სიმბოლურად 7-7 ლარს გადაურიცხავენ

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართულ ოცნებას“ სიმბოლურად 7-7 ლარს გადაურიცხავენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სიმბოლურად 7-7 ლარის დარიცხვას აპირებენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტის - „სოლიდარობა ქართულ ოცნებას“ ფარგლებში გაიმართება.

ამასთანავე ახალგაზრდები მსველობის მოწყობასაც აპირებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ორ ქალაქში რუსთავში პარტიის ოფისთან 11:00 საათზე, თბილისში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 12:00 საათზე შეიკრიბებიან და ბანკი „ქართუს“ მიმართულებით დაიძვრებიან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხვალინდელ მსვლელობას საკუთარი ინიციატივით, სხვა მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.