ლეონიდ თიბილოვი ფემერებისთვის  სახელმწიფო დახმარებას  და დაზღვევას გეგმავს

ლეონიდ თიბილოვი ფემერებისთვის სახელმწიფო დახმარებას და დაზღვევას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რსპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დეფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან მაირბეკ გუჩმაზოვთან და ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალან პლიევთან ერთად ოს ფერმერებს ეწვია, მათი ფერმები დაათვალიერა და მათი პრობლემებიც მოისმინა.

თიბილოვის განცხადებით, სახელმწიფო აუცილებლად გაუწევს დახმარებას ფერმერებს და შეღავათიან კრედიტებსაც მისცემს, რათა მათ შეძლონ საქმიანობის ნორმალურად წარმართვა.

„ძალიან ბევრი ხალხი სთხოვს მთავრობას სამუშაოს მოძებნაში, თუმცა ყველას სურვილი აქვს საბიუჯეტო სამსახურში დაიწყოს მუშაობა. ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ საფერმერო კრედიტების გაცემის ფორმებს მათთვის, ვისაც საკუთარი ფერმერული საქმიანობის დაწყება სურს, სახელმწიფო მათ აუცილებლად დაეხმარება“,-განაცხადა თიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვმა დეფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ფერმერთა დაზღვევის საკითხის მოწესრიგება სთხოვა და აღნიშნა, რომ „ფერმერები დაცულნი უნდა იყვნენ“.