მონაკოს პრინცი მანქანების ლუქს კოლექციას ყიდის

მონაკოს პრინცი მანქანების ლუქს კოლექციას ყიდის

ცოტა ხნის წინ, „ბიზნეს სტილმა“  ბილ გეიტსის პორშეს გაყიდვა დააანონსა. ახლა კი, რეტროავტომობილის თაყვანისმცემლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაკოს სამეფო ოჯახის კუთვნილ ავტომანქანების,- Bentley¸ Dodge-სა და Mercedes-ის საჭეს მიუსხდნენ.

მონაკოსს პრინცმა ალბერტ მეორემ აუქციონზე გამოიტანა ავტომანქანები მამამისის, კნიაზ რენე მესამეს, ლუქს კოლექციიდან. 1956 წლის, ბენტლის მარკის ექსკლუზიური ავტომობილი - Bentley  S1, Panhard X19- 1924 წლისა და 1982 წლის პორშე 928 S coupé.

Artcurial Motorcar -ის აუქციონზე, რომელიც 26 ივლისს, მონაკოში, პრინც ალბერტის ავტომობილების მუზეუმში ჩტარდება, გამოტანილი იქნება 40 ავტომობილი. სპორტულ და კლასიკურ ავტომანქანებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სამხედრო მანქანებიც - 1942 Dodge 4×4 Command Car, რომლის საწყისი ღირებულება 30-40 ათასი ევროს შეადგენს.

აუქციონის მთავარი ლოტია 1913 წლის, Panhard & Levassor X19, ის შეფასებულია 25-35 ათას ევროდ. კნიაზი რენეს პირადი, 1983 წლის Mercedes-Benz 500 SEC AMG -ის ღირებულება კი, 15- იდან,  25 ათას ევრომდე მერყეობს.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, მანქანები „ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის“ ფარგლებში იყიდება.