თუკი „მასთ ქერის“ გახანგრძლივების მიზეზად ხალხის ქუჩაში გამოყვანა დასახელდა,  ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება დარღვევებს აპირებს

თუკი „მასთ ქერის“ გახანგრძლივების მიზეზად ხალხის ქუჩაში გამოყვანა დასახელდა, ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება დარღვევებს აპირებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ე.წ  "მასთ ქერის"  პრინციპის გახანგრძლივებაზე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომ „ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის მოქმედების ვადის გახანგრძლივება ზოგიერთ ოპონენტს ხალხის გამოყვანის ორგანიზებისთვის სჭირდება“  საეჭვო განაცხადს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ ხალხს გამოსვლის მიზეზიც ექნება.

 „თუკი ხალხის გამოყვანა დასახელდა როგორც მიზეზი, ეს გვაფიქრებინებს, რომ  ხალხს პროტესტი ანუ საპროტეტსო პირობები იქნება. საპროტესტო პირობები უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლება რაღაც დარღვევების ჩადენას აპირებს, რომლის დაფარვაც სურს, რათა ხალხი ქუჩაში  არ გამოვიდეს.  თუკი ხალხის გამოყვანას  წინასწარმეტყეველებს ხელისუფლების წარმომადგენელი ამით ის უკვე წინასწარმეტყველებს იმას, რომ ამ ხალხს გამოსასვლელი მიზეზი ექნება . ე.ი. დარღვევებს აპირებს ხელისუფლება, რაც რა თქმა უნდა,  სამწუხაროა“, - განაცხადა საყვარელიძემ

ცნობისთვის, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,  „სხვადასხვა ადამიანები პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვენ, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი არჩევნების შემდეგ 20 დღე გავრცელდეს. თუმცა, ამ მოთხოვნას არანაირი არგუმენტი არ დაურთეს. მათი არგუმენტია მხოლოდ ის, რომ ამ ტიპის ხელმისაწვდომობა სხვა პერიოდშიც უნდა არსებობდეს, რაც არადამაჯერებელია. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, რატომ უნდა ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს პრინციპის მოქმედების ვადის 20 დღის გადაწევა - 20 დღის განმავლობაში ტელეარხების ჩართვა მათ ხალხის გამოყვანის ორგანიზებისთვის სჭირდებათ“. ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ტრანზიტის ვადები არ შეიძლება არჩევნების დღემდე განისაზღვროს და მათი მტკიცებით,  მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდზე, არჩევნების დღეზე და ხმების დათვალის ფაზაზე დაკვირვების საშუალება უნდა ჰქონდეს.