გიორგი ბარამიძე: ნატოში გაწევრიანება პროცესია, ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის რა მოხდება

გიორგი ბარამიძე: ნატოში გაწევრიანება პროცესია, ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის რა მოხდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგლე ალექსანდრ ვერშბოუსთან  გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა, რომ  მათ შეხვედრაზე საუბარი  საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხზე გქონდათ და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ეწვევა.

ბარამიძის განცახდებით, რასმუსენის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობა მყარდება და მტკიცდება.

ბარამიძემ ნატოს ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და აღნიშნა, რომ   ჩიკაგოს სამიტი იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველო მკვიდრად ადგას ნატო-ში გაწევრიანების გზას და წინ მიიწევს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ყველა სფეროში. მადლობლები ვართ ნატო-სი იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების თვალსაზრისით იღებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი პერიოდი ეფექტურად იქნება გამოყენებული, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს ნატო-ში სრულფასოვნად გავწევრიანდეთ. ეს პროცესი მიდის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კვალობაზე ამოცანას მალე შევასრულებთ. ეს არის პროცესი. ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია, ვთქვათ, როდის რა მოხდება. ერთის მხრივ, ენთუზიაზმით სავსეები ვართ, მეორეს მხრივ კი, სანუკვარი მიზნისკენ თავშეკავებულად წინ მივიწევთ“,-განაცხადა ბარამიძემ.