ფულის გამო „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლებული ფრენბურთელი (VIDEO)

ფულის გამო „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლებული ფრენბურთელი (VIDEO)

ფრენბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავი  მარი პარაიბა ჟურნალი „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლდა. ფრენბურთელი მოდელის ამპლუაში თავს, ცოტა არ იყოს, არაკომფორტულად გრძნობდა, თუმცა ჟურნალის პრიალა გარეკანზე მოსახვედრად მან საკუთარი კომპლექსები მალევე დასძლია.

„თავიდან,  უხერხულობას ვგრძნობდი, ჩემთვის ძალზე რთული აღმოჩნდა ობიექტივის წინ გაშიშვლება, თუმცა გადამღები ჯგუფის წევრები იმდენად დიდი პროფესიონალები იყვნენ, რომ თავდაჯერებულობა შემმატეს და კომპლექსებისგან გამათავისუფლეს“- ამბობს ბრაზილიური ფრენბურთის ვარსკვლავი.

როგორც არაოფიციალური წყაროები ამბობენ, მარის, გამოცემამ ფოტოებში საკმაოდ სოლიდური თანხა, 250 ათასი დოლარი გადაუხადა, რაც მას ამ პერიოდში ძალიან სჭირდებოდა. ფრენბურთელმა, ცოტა ხნის წინ, შეიძინა კლუბი, რომელშიც ბოლო დროს თავადვე თამაშობდა. შეიძლება მან გაშიშვლება, სწორედ ახალი კარიერის დსაწყობად გადაწყვიტა. ასეა, თუ ისე, 25 წლის ფრენბურთელის ფორტოები ბრაზილიური „ფლეიბოის“ ივლისის ნომერს ნამდვილად დაამშვენებს.