ოლივია პალერმოს აქტიური ცხოვრება და ახალი ვოდეორგოლი Música (VIDEO)

ოლივია პალერმოს აქტიური ცხოვრება და ახალი ვოდეორგოლი Música (VIDEO)

ოლივია პალერმო  1986 წლის 28 თებერვალს, გრინვიჩში დაიბადა. მამა დეველოპერული კომპანიის მფლობელია, ხოლო დედა ინტერიერის დიზაინერი. ოლივია ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიუ–იორკის The New School-ში მედია-ხელოვნება შეისწავლა. ნიუ-იორკში ცხოვრებისას იგი აქტიურად იყო ჩართული, სხვადასხვა, საქველმოქმედო ღონისძიებებში, მაგრამ მსოფლიოსათვის ცნობილი  MTV–ს სატელევიზიო შოუს -„The City“ წყალობით გახდა, რომლის თითოეული ეპიზოდისათვის პალერმოს 12 000 დოლარს უხდიდნენ.

შოუ განსაკუთრებით დიდი პოპულარობით მოდისა და გლამურული ცხოვრების მოყვარულთა შორის სარგებლობდა. გადაღებების პარალელურად ოლივია  Diane von Furstenberg-ის მოდის სახლის PR  განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით კი, ჟურნალ ELLE–ს  აქსესუარების დეპარტამენტში. 2010 წელს პალერმო ELLE.com-ის ინტერნეტ ტელევიზიის ჟურნალისტი გახდა, ამასთანავე ოლივიამ გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო „Wilhelmina Models“-თან. რის შემდეგაც ის ისეთი ჟუნალების გარეკანზე მოხვდა,  როგორიცაა მექსიკური ELLE, Tatler, ASOS Magazine, Shop Til You Drop და ბრიტანული Marie Claire.

 დღეს ოლივია პალერმოს სახელი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილია. იგი აქტიურად ესწრება მსოფლიოს წამყვან მოდის კვირეულებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მოდურ ღონისძიებებში, მისი სტილი წარმოადგენს მას, როგორც თავდაჯერებულ და დახვეწილ ქალს, რომელსაც თავისი სრულყოფილი სტილით, ხშირად თანამედროვე პრინცესას ადარებენ.

ოლივია პალერმო ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობს სარეკლამო ბიზნესში. ის ერთდროულად რამდენიმე ცნობილი კომპანიის სარეკლამო სახეა. ცოტა ხნის წინ, პალერმო გადაიღეს Mango-ს ახალი კოლექციის რეკლამაში, ასევე გახდა ხალი არომატის Les Cascades de Rochas სარეკლამო სახე და  გააფორმა კონტრაქტი საიულვილერო კომაპანია Carrera y Carrera-სთან.

გასულ წელს გოგონა წარმოადგენდა ძვირფასეულობის კოლექციას Carrera y Carrera Mediterráneo. ამ ზაფხულს კი, ოლივია გადაიღეს ახალი კოლექციის ვიდეოლექბუქში, სახელწოდებით Música.