ბაღათურიას მიაჩნია, რომ თავისუფალ სიტყვასთან ბრძოდა შიზოფრენიამდე მივიდა

ბაღათურიას მიაჩნია, რომ თავისუფალ სიტყვასთან ბრძოდა შიზოფრენიამდე მივიდა

"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, თავისუფალ სიტყვასთან ბრძოდა შიზოფრენიამდე მივიდა. აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს ე.წ. მასთ ქერის პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„ავტორიტარიზმის ნათელი ილუსტრირებაა ეს კანონპროექტი. ჯერ თეფშების დაპატიმრება დაიწყო, შიზოფრენიამდე მივიდა თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა.ნიღაბი გინდათ გაიკეთოთ ვითომ ქვეყანაში დემოკრატიაა“, - მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობას.

„ქართული დასის“ ლიდერს უმრავლესობამ  უპასუხა, რომ გლობალ ტვ-ს მიერ სატელიტური თეფშების დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვაა. ბაღათურიამ უმრავლესობას უპასუხა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ანტენების დამონტაჟება კი არ არის, არამედ სასუქისა და საწვავის დარიგებაა, რასაც ნაციონალები აკეთებენ.

ბაღათურიას თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვაა ასევე რუსთავში საკრებულოს ნაცინალური მოძრაობის წევრის მიერ ცხვრის დაკვლა ან ხინკლის მოხარშვა რასაც დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი აკეთებდა.

„კარიკატურულ მდგომარეობაში ჩავარდით, სადმე გინახავთ ტელეკომპანია რომელსაც არ უნდა, რომ მისი სიგნალი ვრცელდებოდეს, არადა, რუსთავი 2–მა გლობალ ტვ–ს უჩივლა. „რუსთავი 2“ არის სააკაშვილის პირადი ტელევიზია. ასეთი კლოუნადა გინახავთ ტელეკომპანია საკაბელო კომპანიას უჩიოდე ჩემი სიგნალი არ გაავრცელოთო?“– იკითხა ბაღათურიამ.