ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს

ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. ვერშბოუ ორმხრივ შეხვედრებს ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავს.

ის ასევე ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

გენერალური მდივნის მოადგილე ხვალ თსუ-ში სტუდენტებთან  ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებს. ელჩი ასევე სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებს.

შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდე კვიტაშვილი და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი დაესწრებიან.