„ეს შენ გეხება“ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

„ეს შენ გეხება“ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

"ეს შენ გეხებას" ერთ ერთი წევრი ორგანიზაცია, „საერთაშორის გამჭირვალობა - საქართველო“ must carry-ის პრინციპის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთრა შენიშვნებს აქვეყნებს.  ორგანიზაცია იმ საკაბელო ოპერატორებისთვის, რომლებიც კანონში შესულ სავალდებულო ტრანზიტის წესს დაარღვევენ  კონკრეტული ჯარიმების შემოღებას მოითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით  „საერთაშორის გამჭირვალობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Fom.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეს შენ გეხებამ“ აღნიშნულ კანონპროექტში ასახვის მიზნით წარმოადგინა რამდენიმე შენიშვნა: რეგულაციის ვადის გასვლის თარიღი უნდა იყოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე, ნაცვლად უშუალოდ არჩევნების დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ სავალდებულო ტრანზიტის რეგულაცია იყოს ძალაში არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში;

კამპანია გამოდის წინადადებით, იქნას შემოღებული კონკრეტული ჯარიმები იმ საკაბელო ოპერატორებისთვის, რომლებიც კანონში შესულ სავალდებულო ტრანზიტის წესს დაარღვევენ; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი ამ რეგულაციის განხორციელებაში უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული და ასახული კანონში.”, - ნათქვამია კამპანიის მონაწილე ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს სავალდებულო ტრანზიტის, ე.წ. მუსტ-ცარრყ რეგულაციის დანერგვას წინასაარჩევნოდ – პრინციპის, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება“ უწევს ადვოკატირებას.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის დამტკიცება კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, წარმოქმნის ახალ ვალდებულებებს საკაბელო ოპერატორებისთვის, თავის პაკეტში ჩართონ ტელეარხები.