„თავისუფალი საქართველო“ ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშუალებს

„თავისუფალი საქართველო“ ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშუალებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქალაქ ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშუალებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ბათუმის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ქალაქის მერიასთან დღეს აქცია გამართა.

პარტიიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ბათუმში 30-მდე სათამაშო მოედანი მოეწყო და თითოეულ მათგანზე 20-დან 80 ათას ლარამდე დაიხარჯა.

პარტიის ინფორმაციით სათამაშო მოედნების მოსაწყობად გაცილებით ნაკლები თანხაა საჭირო. აქციის მონაწილეები კონტროლის პალატას ბათუმის მერიის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.  

 „ამაზე პასუხისმგებელი კონტროლის პალატაა, რომელიც წესით ასეთი მონიტორინგებით უნდა იყოს დაკავებული. კონტროლის პალატა ვალდებულია აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს და პასუხისგებაში იქნას მიცემული ის კონკრეტული პირები, რომლებმაც არამიზნობრივად დახარჯეს ეს თანხები“, - განაცხადა ღოღობერიძემ.