არასამთავრობო ორგანიზაციებმა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "must carry" -ის პრინციპის პარლამენტში ინიცირებულ ვარიანტთან დაკავშირებით შენიშნები გამოთქვეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო არხების ტრანზიტის განხრორციელებას გულისმხობს. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც „must carry”-თან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში უნდა მიიღონ.

მოცემული დოკუმენტის თანახმად, ტელევიზიების ჩართვა მხოლოდ არჩევნების დაწყების კონკრეტულ დღემდე მოხდება. თუ კი საკაბელო ტელევიზიები ამ პრეიოდში ვერ განახორიცელებენ ტელევიზიების ჩართვას, ტექნიკური პრობლემების გამო ან რესურსების  არარსებობის გათვალისწინებით, მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

კანონპროექტს დღის განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოყვა, რის საფუძველზეც კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად მოიხსნა ის მუხლი, რომლის მიხედვითაც საკაბელო ქსელებს არ ჰქონდათ ვალდებულება, რომ ჩაერთოთ ტელევიზიები.აღნიშნული კანონონპროექტის მიხედვით ასევე საკაბელო მაუწყებლობებმა ტელეკომპანიების ჩართვა უნდა მოახერხონ  60 დღის განმავლობაში ანუ წინა საარჩევნო პერიოდში.

მიუხედავად ამისა, არასამათვარობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ის პროექტი, რომელიც მათ პარლამენტისთვის ჰქონდათ შეთავაზებული, არ არის სრულად გათვალისწინებული და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია must carry-ის პროექტის არჩევნების წინა დღეს შეჩერება.

„ეს შენ გეხებას“ წევრს ნინო ლომჯარიას კანონპროექტთან დაკავშირებით სამი სახის შენიშვნა აქვს. მისი თქმით ეს უკავშირდება „must offer” -ის პრინციპის უგულებელყოფას, ამ პრინციპის გატარების ვადებსა და  ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიების მიერ პრინციპის გატარებაზე უარის თქმას.

„ კანონპროექტში ასახული არ არის „must offer” -ის პრინციპები. რაც გულისხმობს იმას, რომ თავად ტელევიზიებმაც თავიანთი მაუწყებლობა სავალდებულო წესით შესთავაზონ საკაბელო ტელევიზიებს. მეორე ის, რომ თავად არჩევნების დღემდე იქნება გატარებული ეს პრინციპი. ვფიქრობთ რომ მინიმუმ 3 საარჩევნო ციკლის განმავლობაში უნდა მოხდეს სავალდებულო ტრანსლირება.  და მესამე  არ იყოს კანონპროექტში დათქმა იმისა, რომ ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებს შეეძლებათ ამ პრინციპის გატარებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ლომჯარიამ.  

საიას თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის პროგნოზით კი,  ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც პოზიტიურად აისახება აღნიშნულ სისტემაზე, რადგან მისი თქმით ამისათვის მზაობა უკვე დაფიქსირდა.  

„ეხლა მიმდინარეობს წმინდად სამუშაო პროცესი. მათ მოამზადეს კანონპროექტი,  ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი და ეხლა უნდა მოვისმინოთ მათი შენიშვნები ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჩუგოშვილმა

შეგახსენებთ, Must carry –ის პრინციპთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.