მიხეილ სააკაშვილი სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება

დღეს სტამბულში  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი, საიუბილეო მე-20 სამიტი გაიხსნა.  სამიტს პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა, რომელიც მონაწილეობას მიღებს სამიტის მუშაობაში, აგრეთვე პირისპირ შეხვედრებს გამართავს  თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და მოლდოვას პრეზიდენტ ნიკოლაი ტიმოფტისთან.

სამიტს მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის მოლდავეთისა და სერბეთის ქვეყნის პირველი პირები დაესწრებიან, რუსეთი, ბულგარეთი და ალბანეთი პრემიერ-მინისტრებით იქნებიან  წარდგენილნი, ხოლო სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა პირადად მიიწვია, უარი განაცხადა სტამბულში ჩასვლაზე და სამიტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშოტ ოვაკიმიანი დაესწრება.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1992 წლის 25 ივნისს ჩამოყალიბდა და სტამბულში ხელი მოეწერა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას. წელს როტაციის წესით, ორგანიზაციის თავმჯდომარე სერბეთის ნაცვლად, თურქეთი გახდება.