New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმ კარტერის განცხადებით, ობამას ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს მსოფლიო მოსამართლის როლში გამოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში, როდესაც თვითონ შტატებში ამ უფლებების მასშტაბური დარღვევები ხდება.
„მათ არ აქვთ მორალური უფლება გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის უმაღლესი ხელისუფალნი სანქციებს აძლევენ საზღვარგარეთ ადამიანების, მათ შორის ამერიკელების მკვლელობებს. ამის მაგალითად კი 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები შეგვიძლია მოვიყვანოთ. ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ირღვევა 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ხშირად მისი 10-30 პუნქტიც კი, მათ შორის „წამების, დასჯისა და უღირსად მოპყრობის შესახებ",-აღნიშნავს კარტერი.
ამერიკის 39-ე პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ახლანდელი ანტიტერორისტული კანონმდებლობა პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პიროვნება მაშინვე დააპატიმროს. „ეს კანონი ეწინააღმდეგება დეკლარაციაში გაცხადებულ აზრის გამოთქმის თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმციას“- აცხადებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.