რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთის და აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთის და აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება

თურქეთის პრემიერ მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ტრანსანატოლიის ნავთობსადენის მშენებლობა ორი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას დიდად გაზრდის.

„დღეს სტამბულში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, ტრანსანატოლიის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტს მოვაწერთ ხელს. ამ ნავთობსადენით, არა მარტო „შაჰდენიზში“, არამედ კასპიის ზღვის სხვა ადგილებში მოპოვებული ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.

პროექტი, რომელიც 7 მილიარდი დოლარი დაჯდება, ორი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანისა და ევროპისთვისაც“,- განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტრანსანატოლიის ნავთობსადენი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ევროპის საზღვრებს დააკავშირებს.  ამ მარშრუტით მოხდება აზერბაიჯანის გაზით ევროპის მომარაგება.  ამ პროექტის 80%-ი აზერბაიჯანის, ხოლო 20%-ი BOTAŞ-TPAO -ს კუთვნილებაა.