28 ათასი კბილისგან აშენებული კოშკი (VIDEO)

28 ათასი კბილისგან აშენებული კოშკი (VIDEO)

სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, იმაზე თუ  გიფიქრიათ, სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი „კუთვნილი კბილები“. დამერწმუნეთ, ეს ყველაზე უჩვეულო რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა უვარგისი კბილებისგან გააკეთოს,- წარმოიდგინეთ 28 ათსი კბილისგან აშენებული კოშკი.

საინტერესოა რამდენი წელი აძრობდა და აგროვებდა ჩინელი სტომატოლოგი კბილებს პაციენტებს, მაგრამ ფაქტია, რომ კლინიკის ვიზიტორებს მის შემოსასვლელში გამოჭიმული 28 ათასი კბილის დანახვა არ სიამოვნებთ. თავად სტომატოლოგისთვის ეს ფაქტი საამაყოა და ყოველ დილით, გულმოდგინედ წმინდავს დაგროვილ სიმდიდრეს, მან ეს ჩანაფიქრი თავის 6 სტუდენტთან ერთად განახორიციელა და ფიქრობს, რომ ამ გზით პაციენტებს მოუწოდებს უფრო მეტი იფიქრონ ჯანმრთელ კბილებზე.

სტომატოლოგი ამ კოშკს, რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებდა. ის რვა გამჭვირვალე შუშის კბილისგან შედგება, თითოეული მათგანი ერთმანეთზე პატარაა და შეგროვილი კბილებიც სწორედ მათშია  ჩაყრილი.