საქალაქო სასამართლომ გლობალ ტვ-ისთვის დაკისრებული ჯარიმა კვლავ ძალაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ გლობალ ტვ-ისთვის დაკისრებული ჯარიმა კვლავ ძალაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ გლობალ ტვ-ისთვის დაკისრებული ჯარიმა კვლავ ძალაში დატოვა. გლობალ ტვ-ის მარკეტინგის მენეჯერი ზურაბ ბაზლიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონობას უწოდებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

„ ჩვენს საქმიანობას რატომღაც პოლიტიკურ სარჩელს უდებენ.  ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ კომერციულ კომპანია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და რომელიც ბაზარზე ადგილების დამკვიდრებისთვის იბრძვის. ზუსტად ასეთი გადაწტვეტილებები, რომლებიც ჩვენ კომპანიასთან არის დაკავშირებული მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ბაზრიდან გამოგვდევნონ“, - განაცხადა ბაზლიძემ.

საქმე ეხება კომაპნია გლობალ ტვ-ის მიერ სიხშირის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტს, რის გამოც 29 მაისს კომუნიკაციების კომპანიამ „გლობალ ტვ“ 5 ათასიანი ლარით დააჯარიმა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც დღეს  განაჩენი საპასუხო მხარისა და მოსამართლის დაუსწრებლად გამოიტანა.