ჯონდი ბაღათურია: პოლიციაში ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, რომელთაც უკანონობა არ მოსწონთ

ჯონდი ბაღათურია: პოლიციაში ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, რომელთაც უკანონობა არ მოსწონთ

 "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების ნაბიჯს დადებითად აფასებს.  

“საპატრულო პოლიციაში და, ზოგადად, პოლიციაში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, რომელთაც არ მოსწონთ ის უკანონობა, ღალატი, რასაც დღეს პრეზიდენტი და მისი მთავრობის დიდი ნაწილი სჩადის. ამიტომ ყველას სოლიდარობას ვუცხდებთ, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ასევე ყველას, ვინც იქ დარჩენილია, მოვუწოდებთ, გააგრძელონ მუშაობა სახელმწიფოსა და კანონის დასაცავად. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუჭა თითზე ჩამოსთვლელი ადამიანები არიან კრიმინალური რეჟიმის სამსახურში. დანარჩენების ვაჟკაცობას კიდევ ერთხელ მივესალმებით”, -აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

საპატრულო პოლიციაში როტაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის მაის-ივნისში როტაცია 150 პოლიციელს შეეხო. 32-მა ყოფილმა პოლიციელმა უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურებრივ როტაციაზე და სამსახური დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს..