კავკასიის რეგიონი ტოტალური ომის საფრთხის წინაშე დგას

კავკასიის რეგიონი ტოტალური ომის საფრთხის წინაშე დგას

 საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის დაკვნით, აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომლის დროსაც მიმდინარე თვეში 10 ჯარისკაცი დაიღუპა, რეგიონში ტოტალური ომის გადაზრდის წინაშეა.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ხორციელდება ძალიან მცირე საერთაშიროსო კონტროლი, არადა ნებისმიერ წუთას შეიძლება დაიწყოს ტოტალური ომი რეგიონში, რეგიონში, სადაც ნავთობსადენის პროექტებში 35 მილიარდი დოლარია ჩადებული. აზერბაიჯანი ისრაელისგან ყიდულობს იარაღს და აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას თავისი ტერიტორიების დასაცავად გამოიყენოს სამხედრო ძალა. რუსეთს გააჩნია სამხედრო ბაზა გიუმრში და ის ვალდებულია სომხეთს დაეხმაროს სამხედრო ბრძოლებში.მიუხედავად იმის, რომ არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ომს უახლოეს მომავალში არ გეგმავს, თუ ამერიკის, საფრანგეთის და რუსეთის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, რეგიონი რეალური ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. არავინ იცის, როგორ მოიქცევა რუსეთი და თურქეთი, ისინიც ამ ომში შეიძლება ჩართულნი აღმოჩნდნენ “,- აცხადებს საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ევროპული პროგრამების დირექტორი საბინა ფრეიზერი.