ალკოჰოლიკი ადელი - პირველი ბიოგრაფიული წიგნი მარკ შაპიროსგან (VIDEO)

ალკოჰოლიკი ადელი - პირველი ბიოგრაფიული წიგნი მარკ შაპიროსგან (VIDEO)

რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა პირველი ბიოგრაფიული წიგნი სოულ-სენსაციის ადელის შესახებ, რომლის ავტორია ამერიკელი მწერალი მარკ შაპირო, რომელმაც „ადელი: ბიოგრაფიამდე“ ახალგაზრდა კანადელი შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის ბიოგრაფიული წიგნის შემდეგ დაწერა.

როგორც წიგნის ავტორი, მის პრეზენტაციამდე აცხადებდა, - ბიოგრაფიულ წინგში შესულია შემსრულებლის ცხოვრების დღემდე უცნობი ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ადელი პირად ცხოვრებას მალავს. მწერალმა მაინც მოახერხა, რამდენიმე საინტერესო დეტალის გაგება. როგორც მარკ შაპირო ამბობს, მან წიგნისთვის ადელს ინტერვიუს ჩაწერაც სთხოვა, თუმცა მომღერალი ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა და მწერალს არც შეხვედრია.

„სენსაციებით ვერ გაგაკვირვებთ. არ მიყვარს მოვლენების გაზვიადება, ყველაფერს ისე ვყვები, როგორც სინამდვილეშია. მე აღვწერე ადელის ცხოვრება. უბრალო, მაგრამ ყველაზე წარმატებული ტოტენჰემელი გოგონას ცხოვრების ისტორია, ბავშვობიდან დღემდე“- ამბობდა ბიოგრაფი წიგნის პრეზენტაციამდე და მიუხედავად ამ განცხადებისა, წიგნის გამოსვლის შემდეგ თავისი მკითხველისა და ადელის გულშემატკივრების გაოცება მაინც მოახერხა.

ყველაზე საინტერესო შემსრულებლის ფანებისთვის ერთი ისტორია აღმოჩნდა. წიგნიდან ირკვევა, რომ ადელი თავისი კარიერის დასაწყისში ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უჩიოდა.  მომღერალი ამ მავნე ჩვევას იქამდე არ ანებებდა თავს, სანამ, ერთ-ერთ, კონცერტზე საკუთარი სიმღერის ტექსტი არ დაავიწყდა. სასოწარკვეთილი მომღერალი კონცერტიდან პირდაპირ სახლში წავიდა, თავის ოთახში ჩაიკეტა და იქიდან დიდხანს არ გამოსულა.

ბოლოს ადელმა, როგორც იქნა დასძლია ეს სენი და საკუთარ თავს შეჰირდა, რომ ალკოჰოლს  არასდროს გაეკარებოდა. სხვათა შორის, ადელის მამაც ალკოჰოლიკი იყო, თუმცა შვილისგან განსხვავებით ამბობენ, რომ დალევისთვის თავი მას დღემდე არ დაუნებებია.