ლევან ვეფხვაძე-მთაწმინდაზე, ხოლო გიორგი ახვლედიანი-გლდანში

ლევან ვეფხვაძე-მთაწმინდაზე, ხოლო გიორგი ახვლედიანი-გლდანში

ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მთაწმინდის რაიონში გეგმავს კენჭისყრას.აღნიშნული ინფორმაცია from.ge-სთან საუბარში  ქრისტიან-დემოკრატებმა დაადასტურეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ქრისტიან-დემოკრატები გლდანში გიორგი ახვლედიანის კანდიდატურის დაყენებას გეგმავენ.

ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული სად იყრის კენჭს ინგა გრიგოლია. ქრისტიან-დემოკრატები ორ ვარიანტს განიხილევენ, ინგა გრიგოლიამ შესაძლოა კენჭი საბურთალოზე ან სამგორში იყაროს.

რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების პარტიულ სიას, სიის პირველი ნომერი  მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე იქნება, მეორე- ინგა გრიგოლია, შემდეგ კი ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, რატი მაისურაძე, ნიკა ლალიაშვილი და ასე შემდეგ.