დრანდის იზოლატორიდან გაქცეული ბადრი ხაზალიას   ცხედარი მდინარე კუდრთან  იპოვეს

დრანდის იზოლატორიდან გაქცეული ბადრი ხაზალიას ცხედარი მდინარე კუდრთან იპოვეს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონში მდინარე კუდრთან ნაპოვნია 9 ივნისს დრანდის იზოლატორიდან გაქცეული ბადრი ხაზალიას ცხედარი. ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

გულრიფშის პროკურატურამ სამსახურებრივი  გულგრილობის გამო , რის შედეგადაც  საზოგადოებას და სახელმწიფოს გარკვეული ზიანი მიადგა, საქმე აღძრა იზოლატორის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ. დაკავებულია აგრეთვე მიხეილ  სარაევი, რომელიც აცხადებდა, რომ გაქცეულებმა ძალის გამოყენებით აიძულეს მანქანით გადაეყვანა ისინი დრანდის იზოლატორიდან.

შეგახსებეთ, 2012 წლის 9 ივნისს დრანდის იზოლატორიდან გაიქცნენ ძმები ბადრი და ბაჩო ხაზალიები და ბიძინა ხასია. ბიძინა ხასია და ბაჩო ხაზალია ორი დღის შემდეგ გულრიფში პროკურატურამ სოფელ განახლებასთან ტყეში დააკავა.