ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს 15 საათზე  საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

კოალიციის ლიდერის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება.