გაგი მოსიაშვილი: საქმის მოგვარება „გლობალ ტვ“- ის ტექნიკური ერთეულების დაყადაღების გარეშეც იყო შესაძლებელი

გაგი მოსიაშვილი: საქმის მოგვარება „გლობალ ტვ“- ის ტექნიკური ერთეულების დაყადაღების გარეშეც იყო შესაძლებელი

„გლობალ ტვ“-ის ბალანსზე არსებული ტექნიკური ერთეულების დაყადაღება განჩინების საფუძველზე მოხდა, მაგრამ საქმის მოგვარება ამის გარეშეც იყო შესაძლებელი“, - ამის შესახებ საიას ერთ ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა from.ge-სთან საუბარში განაცხადა.

როგორც მოსიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ პროცესში გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. რაც პირველ რიგში მოსამართლის განჩნების ასლში მისი უშუალო ხელისმოწერის არ დაფიქსირებაში და არარსებობაში გამოიხატა.

„ასლი, სადაც მოსამართლის განჩინების დამადასტურებელი ხელისმოწერა უნდა ყოფილიყო არ არსებობდა. სხვა ამაზე მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. საია სწავლობს საკითხს და განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს“, - განაცხადა მოსიაშილმა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს 48 საათი აქვს განჩინების გასასაჩივრებლად და იმედი გამოთქვა, რომ ადვოკატები გონივრულად გამოიყენებენ ამ დროს.

„პროცესის მწარმოებელმა ორგანომ, გააკეთა ის, რაც გააკეთა. აქ ელემენტარულად განჩინების აღსრულების პროცედურა ხდებოდა. გასაჩივრება კი განჩინების აღსრულებას ხელს არ უშლის. აქედან გამომდინარე დაცვამ უნდა დაიტოვოს უფლება, რომ ეს პროცესი სამართლებრივი და პროცედურული ნორმების დაცვით განახორციელოს“, - აღნიშნა საიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ელიტა ბურჯის“ შენობაში კონტროლის პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა, რომელმაც სასამართლოს დადგენილებით კომპანიის ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია ასევე გლობალ ტვ-ის კუთვნიილი ქონებაც.