პროკურატურამ

პროკურატურამ "გლობალ TV"-ს 300 000-მდე ანტენა უკვე დააყადაღა

საქართველოს პროკურატურის მიერ „გლობალ TV”-ს  300 000-მდე ანტენა უკვე დაყადაღებულია. დაყადაღების პროცესი დასრულებულია „ელიტა ბურჯის“,  „ციცინათელას“ტერიტორიებზე, აგრეთვე ლანჩხუთის, თელავისა და სამტრედიის საწყობებში.“ელიტა ბურჯში“ დაყადაღების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  „გლობალ TV”-ს  მარკეტინგის დირექტორის ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, დაყადაღებული ანტენების რაოდენობა, დაახლოებით 300 000-ს შეადგენს. „დაყადაღებული ანტენების დათვლსი პროცესი გრძელდება“,-აცხადებს მარკეტინგის დირექტორი.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება პროკურატურამ გუშინ მიიღო. "გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  
დაყადაღების შუამდგომლობით, პროკურატურმა სასამართლოს მიმართა. სასამართლოს მიერ  პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლები "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" რამდენიმე საწყობში ერთდროულად შევიდნენ.