ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენციასთან ერთად გაიმართება.

აღნიშნულ პრესკონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან. ღონისძებას გაუძღვება მიწვეული იტალიელი რესტავრატორი, UNESCO-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი ანდრეა ბრუნო.

პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მწერლები და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.