კონტროლის პალატის ცნობით, ქდმ-მ 50 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო

კონტროლის პალატის ცნობით, ქდმ-მ 50 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო

2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე ქდმ-მ 50 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. 

შემომწირველებს შორის მაქსიმალური თანხა – 20 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის მისივე ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ გაიღო. პარტიის სასარგებლოდ 10-10 ათასი ლარი გადარიცხეს გიორგი ახვლედიანმა და კახაბერ კორძაიამ. 
4 ათასი ლარი ქდმ-ს ფიზიკურმა პირმა ავთანდილ ვახტანგიშვილმა შესწირა, ხოლო ნათია სვანიძემ, ირმა დაშნიანმა და დათო ლორთქიფანიძემ პარტიის ანგარიშზე 2-2 ათასი ლარი შეიტანეს. 

შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.