"თავისუფალი დემოკრატების" ანგარიშზე 208 179 ლარის ოდენობის შემოწირულობა დაფიქსირდა

თავისუფალი დემოკრატების ანგარიშზე 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე 208 179 ლარის ოდენობის შემოწირულობა შევიდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, პარტიის 27 შემომწირველს შორის გადარიცხული თანხის ოდენობით პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ლიდერობს, რომელმაც საკუთარი პარტიის ანგარიშზე 30 ათასი ლარი გადარიცხა. მეორე ადგილზე კი  მისი თანაპარტიელი ალექსი პეტრიაშვილი, რომლის პარტიისთვის გაღებული შემოწირულობა 29 979 ლარით განისაზღვრა.
20-20 ათასი ლარი გაიღეს ირაკლი ჩიქოვანმა და ალექსანდრე ივანიშვილმა, რომლის დახმარებაც საოფისე ფართის გამოყოფაში გამოიხატა. 15 500 ლარი პარტიის ანგარიშზე ირაკლი ალასანიას პრესსპიკერმა ვარლამ ავალიანმა შეიტანა, 10 ათასი კი – დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.