Sigur Rós  ვიდეოკლიპში შია ლაბეფი გაშიშვლდა (VIDEO)

Sigur Rós ვიდეოკლიპში შია ლაბეფი გაშიშვლდა (VIDEO)

ისლანდიური ჯგუფის Sigur Rós  ახალ თრეკზე Fjögur piano, რეჟისორმა ალმა ჰარელმა კლიპი გადაიღო. ლამაზი მუსიკისა და შესანიშნავი ვიდეოკადრების გარდა, კლიპში ყურადღებას „ტრანსფორმერების“ სრულიად შიშველი ვარსკვლავი შია ლაბეფი იპყრობს.  

ვიდეოში გრძელთმიან და „უცნაური“ შიას პარტნიორობას  ქერა გოგონა დენა ტომსენი უწევს. სიუჟეტი მეტად ორიგინალურია და კლიპის შემქმნელების განცხადებით ის ცხოვრების უცნაურ რიტმს ცეკვითა და მუსიკით ასახავენ. შიასა და ქერა გოგონას ცეკვა „ციკლური დამოკიდებულების“ სიმბოლოა.  

ვიდეორგოლში მაყურებლებზე შთაბეჭდილებას არერთი სცენა ახდენს, მათ შორის ჩაძირული ავტომობილის კადრები, პეპლების კოლექცია და  რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიული ელემენტები. ჯგუფის სოლისტის  ხმა, მთელი თრეკის განმავლობაში არც ერთხელ არ ისმის. სიმღერის ნაცვლად  8 წუთიან ვიდეოკლიპში, კადრს მიღმა, მხოლოდ პიანინოს ნელი ხმა ისმის.

შეგახსენებთ, ისლანდიური ჯგუფი Sigur Ros -ის  ახალ ალბომი - Valtari, ცოტა ხნის წინ, გამოვიდა. როგორც მისმა  ბასისტმა გეორგ ჰოლმმა განაცხადა, ამ ალბომიდან დაიწყო მათი რეპერტუარის ცვლილება, ის გაცილებით ელექტრონულია, ვიდრე წინა ნამუშევრები. ვოკალისტი ჯონსი ბირგინსონი კი აღნიშნავდა,- „აქამდე ჩვენი მუსიკა უფრო ოპტიმისტური, მხიარული და საფესტივალო იყო, ახლა კი დროა მეტი ექსპერიმენტალურობა შემოვიტანოთ. ეს თითქოს ახალი დასაწყისია.“

როგორც ჩანს, ჯგუფმა მართლაც გადაწყვიტა ექსპერიმენტალური ნაბიჯების გადადგმა, რასაც ეს კლიპი ნამდვილად მოწმობს.