კრისტიენ სტიუარტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

კრისტიენ სტიუარტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

ამერიკული ჟრნალი „ფორბსი“ მსოფლიოს ყველაზე მარალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც პირველ ადგილს 22 წლის მსახიობი კრისტიენ სტიუარტი იკავებს. Twilight-ის ვარსკვლავმა ერთ წელიწადში 34,5 მილიონი დოლარი გამოუმუშავა.

ახალგაზრდა მსახიობი ცნობილი ამ ფილმით  გახდა. ვამპირების საგის ყოველი ახალი სერიის გამოსვლა ფილმის მთავარ გმირს, უფრო და უფრო, პოპულარულს ხდის, ამიტომაც Twilight-ის ყოველ მომდევნო ნაწილში, მისი ანაზღაურება თანდათანობით იზრდება.

ამ წელს, კრისტიენს  Twilight-ის გარდა,  ზღაპრის ეკრანიზაციაშიც იღებენ,- „ფიფქია და მონადირეში“  მისმა ჰონორარმა ანჯელინა ჯოლის, შერონ სოტუნისა და ჯულია რობერტსის ჰონორარებს გადააჭარბა.

„ფორბსის“ რეიტინგში მეორე ადგილი წელიწადში 34 მილიონი დოლარით, კამერონ დიასმა დაიკავა, მესამე კი, სანდრა ბალოკმა 25 მილიონიანი შემოსავლით.

ათეულში შევიდნენ სარა-ჯესიკა პარკერი, მერილ სტრიპი, ჯენიფერ ენისტონი და ა.შ.