რუმინეთის ექსპრემიერის სუიციდის მცდელობა

რუმინეთის ექსპრემიერის სუიციდის მცდელობა

 BBC-ის ინფორმაციით, რუმინეთის ექსპრემიერი ანდრიან ნასტასე თავის მოკვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანდრიან ნასტასე რუმინეთის სასამართლომ კორუფციაში ბრალდებულად სცნო და აპელაციაზე უარი განუცხადა. ექსპრემიერმა თავის მოკვლა იარაღით სცადა.

ნასტასე რუმინეთის მთავრობას 2000-04 წლებში ხელმძღვანელობდა. სამართლადამცავებმა ის 2004 წელს საარჩევნო კამპანიისთვის 1,5 მილიონი ევროს არაკანონიერ შეგროვებაში დაადანაშაულეს.

ექსპრემიერის განცხადებით, ის უდანაშაულოა და მის დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივაცია გააჩნია. ადრიან ნასტასე პირველი მაღალჩინოსანი იქნება, რომელიც რუმინეთის ციხეში სასჯელს მოიხდის.