ტაჰრირის მოედანზე ეგვიპტელები ახალი პრეზიდენტის დასახელებას ელოდებიან

ტაჰრირის მოედანზე ეგვიპტელები ახალი პრეზიდენტის დასახელებას ელოდებიან

ეგვიპტის ცნობილი ტაჰრირის მოედანი ისევ ასიათასობისთ ეგვიპტელისთ არის სავსე, ისინი  ეგვიპტის ახალი  პრეზიდენტის დასახელებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ არ ენდობიან საარჩევნო კომისიას და სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან არჩევნების შედეგები დიდი ალბათობით, შესაძლებელია გაუქმდეს. სამხედრო საბჭომ, რომელსაც ძალაუფლება ახალი პრეზიდენტისთვის 30 ივნისს უნდა გადაეცა, ახალი პრეზიდენტისთვის ძალაუფლების სრულ გადაცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ხელისუფლების 50%-ს ისევ თვითონ გააკონტროლებს. 

„სამხედრო საბჭო სულაც არ აპირებს ძალაუფლება პრეზიდენტს 30 ივნისს გადასცეს. დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი ახალი პრეზიდენტის ვინაობა, თუმცა ისინი შედეგების გამოცხადებას აგვიანებენ, რაც ფალსიფიკაციაზე მიანიშნებს. ეგვიპტის სასამართლოს განაჩენიც „ძმები მუსლიმების“ შედეგებს ემთხვევა. სამხედრო საბჭო ძალაუფლებას ახალი საპარლემნტო არჩევნების ბოლომდე შეინარჩუნებს, ეს კი რამდენიმე თვე ან წელიც შეიძლება გაგრძელდეს“,-აცხადებს პარლამენტის ყოფილი სპიკერი საად ალ-კატატნი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ძმები მუსლიმების“ კანდიდატმა მოჰამედ მურსიმაც  და ეგვიპტის ყოფილმა პრემიერმინისტრმ ააჰმედ შაფიკმაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. „ძმებმა მუსლიმებმა“ საკუთარი ხმების დასაცავად „მილიონიანი მარში“ გამოაცხადეს.