3 ივლისს ყვარლის ტბაზე „არტ-გენი 2012“ გაიხსნება

3 ივლისს ყვარლის ტბაზე „არტ-გენი 2012“ გაიხსნება

ფესტივალის ფარგლებში წელს ხუთი რეგიონული ტურნე დაიგეგმა. კახეთის შემდეგ „არტ-გენი“  სამეგრელოს ესტუმრება. 6 ივლისს ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, 8 ივლისს კი - იმერეთში, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, 10 ივლისს - გურიაში, ჩოხატაურში - გორაბეჟაულის ტყე პარკში. რეგიონული ტურნე 12 ივლისს, ფოთში, მალთაყვას ტბაზე დასრულდება.

„არტ-გენის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი ფოკლორული ჯგუფები და ანსამბლებიც მიიღებენ. ასევე გაიმართება ქართული რეწვის ნიმუშებისა და სხვა სახის ნაკეთებოების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის დასკვნითი ტური თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21-29 ივლისს გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, აფრიკიდან და მადაგასკარიდან. ეთნოგრაფიულ მუზეუმის ამფითეატრის სცენაზე, ასევე მოეწყობა ნინო ქათამაძის, სუხიშვილების, „რეგიონის“, „ჩვენებურების“ „ლაშარის“ , ზუმბას კონცერტი და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენები.