პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს შორის, მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრასთან დაკავშირებით, შეთანხმებაში სამომავლოდ მათი გაერთიანება არ იკვეთება.
„ეს გაერთიანების მაჩვენებელი არა მგონია იყოს, გარდა არჩევნებში მონაწილეობის ერთიანობისა. თანამშრომლობის ბევრი სხვა ფორმა არსებობს და ალბათ, ამ ფორმების გამოყენებაც უფრო გამარტივდება. ბუნებრივია, ფორმას, რომელიც შეთავაზებულია ივანიშვილის მიერ, თანამშრომლობის ის ფორმა მოჰყვება, რასაც ქმედებათა კოორდინირება ჰქვია და არა გაერთიანება რომელიმე კოალიციაში“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის განცხადებით, „სახლხო კრებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიებისთვის უპირველეს ყოვლისა, ინტერსის საგანი ის იქნება, რომ „კრების“ წევრი, თითო ადამიანი მაინც, გაწევრიანებული იყოს კოალიციაში, რათა გამარჯვების შემთხვევაში, „კრებაში“ შემავალ პარტიებს კვალიფიცირებული პარტიის სტატუსი მოუპოვოს.
„ვნახოთ როგორ გაივლის მოლაპარაკებათა რაუნდი და მზაობა ასეთი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.