კეტრინ ეშტონის უხერხული სიტუაცია

კეტრინ ეშტონის უხერხული სიტუაცია

The Daily Mail -ის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი  კეტრინ ეშტონი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა - ბარონესას შეხვეედრა ჰქონდა ბრიუსელში ვიზიტად მყოფ სერბეთის ახალ პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩთან. ეშტონს ოთახში შესვლის წინ გაახსენდა რომ...პრეზიდენტს სახეზე არ იცნობდა.

ოთახში შესული კეტრინ ეშტონი უკან გამობრუნდა და თანაშემწეს სთხოვა შეყოლოდა: „რობერტ, ვიღაც უნდა შემომყვეს, არ ვიცი, როგორ გამოიყურება!“. ეშტონის თანაშემწემ უკანასკნელ მომენტში მოასწრო ჯიბიდან პრეზიდენტის სურათის ამოღება, თუმცა პაპარაცების ფოტოკამერებმა ეს მომენტი კარგად დააფიქსირეს.

როგორც The Daily Mail წერს, კეტრინ ეშტონი პირველი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. იუგოსლავიის პრეზიდენტმა იოსებ ბროზ ტიტომ  ბრიტანეთში სტუმრობისას, ჰიტროუს აეროპორტში გვერდით გაუარა ხელგამოწვდილ პრემიერ-მინისტრ ედვარდ ჰიტს და მხურვალედ ჩაეხუტა მის პირად მცველს.