ელვის პრესლის ფანების მიერ შექმნილი ალბომი (VIDEO)

ელვის პრესლის ფანების მიერ შექმნილი ალბომი (VIDEO)

ლეგენდარული ელვის პრესლის გარდაცვალების 35 წლისთავთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, მომღერლის თაყვანისმცემლებმა მის ახალ ფირფიტაზეც იზრუნეს.

ფირფიტას I Am an Elvis Fan ეწოდბა და მასში  ელვისის თაყვანისმცემლების მიერ შერჩეული 21 კომპოზიცია შევა. ფირფიტა გაყიდვაში 31 ივლისიდან გამოვა.

ელვის პრესლის თაყვანისმცემლები,  სპეციალურ საიტზე რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევდნენ სიმღერებს,  რომლებიც მათი აზრით, ახალ ალბომში უნდა მოხვედრილიყო. შერჩევაში  როკ ენ როლის მეფის 250 000 თაყვანისმცემელი მონაწილეობდა.

ელვისის ფანებს ალბომის გარეკანზეც ზრუნვის შესაძლებლობაც მიეცათ. ინტერნეტსაიტზე, სადაც სიმღერების შერჩევა მიმდინარეობდა, მათ შეეძლოთ, „I Am an Elvis Fan“ - ის გარეკანისთვის სასურველი ფოტოც აეტვირთათ.

ახალ ალბომში შევიდა კომოზიციები: Don’t Be Cruel; Heartbreak Hotel; All Shook Up; Jailhouse Rock;  Blue Hawaii;  Viva Las Vegas;  In The Ghetto;  Suspicious Minds;  Memories; Can’t Help Falling In Love; The Wonder Of You; Always On My Mind; Welcome To My World; Guitar Man; Kentucky Rain; An American Trilogy (live); Burning Love (live); Suspicious Minds (live); (There’ll Be) Peace In The Valley (For Me); How Great Thou Art  და If I Can Dream.