სტიქია გურიაში

სტიქია გურიაში

გურიაში რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე ათეული სახლი,ნაკვეთები დატბორა, დაზიანდა შიდა გზები, დაიხოცა შინაური ფრინველი.

ოზურგეთში ადიდებულმა მდინარეები სეფამ და კუჩხამ  დააზიანა გზები, სახლები და ნაკვეთები დაიტბორა.სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია,  ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური.

ლანჩხუთის რაიონში ძლიერი წვიმების შედეგად ასევე ადიდდა მდინარე ურეკი, დაიტბორა სახლები და ნაკვეთები, დახოცილი და დაკარგულია შინაური პირუტყვი.  ჩამოწვა მეწყერი, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში კომისიები ზარალის დათვლას შეუდგნენ.