საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება ბაგრატის ტაძრის რესტავრაცის შეჩერებასთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება ბაგრატის ტაძრის რესტავრაცის შეჩერებასთან დაკავშირებით

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცის შეჩერებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა.

From.ge საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ბრძანება # 102

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი

16 ივნისი 2012 წელი

ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:

1.  ა. წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;

2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;

3 .ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.

4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების, ხუროთმოძვრებისა და რესტავრაციის სამეცნიეროო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.

5.ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა ( იაკობიშვილი).

 ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი