მარიკა ვერულაშვილმა შესაძლოა მაჟორიტარად ყვარელში იყაროს კენჭი

მარიკა ვერულაშვილმა შესაძლოა მაჟორიტარად ყვარელში იყაროს კენჭი

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ყვარელში შესაძლოა მარიკა ვერულაშვილი იყოს. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების სიას ჯერ არ აკონკრეტებს და მათ კანდიდატურებს, მანამდე ასაიდუმლოებს  სანამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების კანდიდატების ვინაობა არ გახდება ცნობილი.

ვერულაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლად ითვლება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ვერულაშვილი  საკმაოდ აქტიური იყო და სააკაშვილის ყველა ვოიაჟს ესწრებოდა,თუმცა, ბოლო პერიოდში ის მაინც და მაინც აღარ აქტიურობს.

ვერულაშვილი ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, იგი  სხვადასხვა წლებში საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში მუშაობდა, ასევე იყო  იუსტიციის სამინიტროში, პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2001 წელს, ვერულაშვილი  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. 2002-2003 ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პრესმდივანი, ხოლო 2003-2004 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.