„ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი(VIDEO)

„ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი(VIDEO)

ცნობილი ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში,  მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა ისევ პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მეირ გამომუშავებული თანხა 45 მილიონი დოლარია.

31 წლის მოდელი, აქტიურად თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან: Versace, Esprit, Pantene. გარდა ამისა, ბუნდჰენს აქვს საკუთარი ფეხსაცმლების ხაზი - Ipanema.

 ჟურნალი „ფორბსის“ რეიტინგში, მეორე ადგილზე მოხვდა 38 წლის ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი, რომლის შემოსავალი ჟიზელისას საგრძნობლად ჩამოუვარდება და წელიწადში „მხოლოდ“ 9,2 მილიონ დოლარს შეადგენს.  მას შემდეგ, რაც ქეითი გათხოვდა, პრესაში აქტიურად დაიწყეს საუბარი მისი კარიერის დასრულებაზე, თუმცა  ცნობილი კალენდრის Pirelli -ისთვის გადაღებული ფოტოსესია მსოფლიო პრესის კრიტიკული ტონის დარბილების პირობა გახდა. ახლა ბრიტანელ ლამაზმანს პენსიაზე მალე გასვლას, აღარ უწინასწარმეტყველებენ.

მესამე ადგილზე გავიდა 30 წლის რუსი მოდელი ნატალია ბოდიანოვა. მას გამომუშავებული აქვს 8,6 მილიონი დოლარი. სამი შვილის დედა, Calvin Klein-ისა და Guerlain-ის სარეკლამო სახეა. გარდა ამისა, მას აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი.

მეოთხე ადგილზეა 31- წლის ბრაზილიელი სუპემოდელი ადრიანა ლიმა. მისი შემოსავალი 7,3 მილიონი დოლარია. სუპერმოდელი წარმოადგენს Victoria's Secret-ის სამოსისა და თეთრეულის ხაზს. ლიმას კვალდაკვალ მოდის Victoria's Secret -ის კიდევ ორი წარმომადგენელი,-ჰოლანდიელი დაუტცენ კრეიზი და ბრაზილიელი ალესანდა ამბროზიო, 6,9 და 6,6 მილიონი დოლარით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების „ათეულში შევიდა ჰოლივუდის მსახიობის ორლანდო ბლუმის მეუღლე მირანდა კერი, - 4 მილიონი დოლარით, ლარა სოტუნი 3,8 მილიონი დოლარით, ამერიკელი კეროლინ მერფი 3,5 მილიონი დოლარით და  23 წლის სამხრეთ აფრიკელი სუპერმოდელი კენდის სვეინპოლი 3,1 მილიონი დოლარით.

გარდა ამისა, სიაში მოხვდა გერმანელი სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი, რომელიც გასულ წელს იგივე სიაში მეორე ადგილს  - 20 მილიონიანი შემოსავლით იკავებდა.