მიხეილ სააკაშვილი: ლაზიკაში კომერციულ ტრანსაქციებზე ბრიტანული სამართალი შემოვა

მიხეილ სააკაშვილი: ლაზიკაში კომერციულ ტრანსაქციებზე ბრიტანული სამართალი შემოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი კანონპროექტის იდეა გაახმოვანა, რომელიც კომერციულ ტრანსაქციებზე ბრიტანული მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო რეგიონალური მნიშვნელობის ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს და ამისთვის მთავრობა შესაბამის პროექტსაც ამზადებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს,  ბათუმში უკვე იწყება დიდი ფინანსური ცენტრების მშენებლობები, შემდგომ კი ლაზიკაშიც დაიწყება.

„პროექტის ფარგლებში ბათუმში ათეულობით ცათამბჯენი აშენდება, კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იქ ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ. მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებაც რომლის მიხედვითაც, ლაზიკაში კომერციულ ტრანსაქციებზე  ბრიტანული სამართალი შემოვა. ძალიან დიდ ექსპერიმენტებზე მივდივართ იმისათვის, რომ ქართველი და უცხოური ინვესტორებისთვის მივიღოთ კომერციული ტრანსაქციების აბსოლუტური გარანტია და დაცულობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით ის არ დაუშვებს, რომ ეს პროცესი რაიმე ფაქტორმა შეაფერხოს, თუნდაც არჩევნებმა.