მანანა ნაჭყებია: ტრაქტორების თემა აბაშის  რაიონისთვის ერთ-ერთ გადაუწყვეტელი და პრობლემური საკითხია

მანანა ნაჭყებია: ტრაქტორების თემა აბაშის რაიონისთვის ერთ-ერთ გადაუწყვეტელი და პრობლემური საკითხია

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობენ. დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია აბაშის რაიონის სოფელ ეწერის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

„ეწერის მოსახლეობას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწები ძირითადად ანჯელის მასივში ჰქონდათ და მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ხელისუფლებამ გლეხებს ეს მიწები შემდგომი გასხვისების მიზნით ჩამოართვა და მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს მოკლებულია შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები განახორციელოს და მიწა დაამუშაოს. ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ ტრაქტორების თემა აბაშის მთელი რაიონისთვის ერთ–ერთ გადაუწყვეტელ და პრობლემურ საკითხად იქცა. სახელმწიფოს მიერ შემოყვანილი ტრაქტორები ეწერის გლეხებისა და ფერმერებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.